ტრენინგი დავიწყეთ 12 მარტს. ვისწავლე გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის საშუალებით.ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, მისი დამუშავება და გამოყენება გაკვეთილის მსვლელობისას.
საოფისე პროგრამები:
WORD, EXSEL, POWER POINT.
ელექტრონული პორტფოლიო:
LEMILLNET;
BLOGER.com
გაკვეთილის გეგმის, პროექტის დოკუმენტების შექმნა.
პრეზენტაციის აწყობა.
მადლობას ვუხდი ტრენერს, თეა შავერდაშვილს, რადგან ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ამომწურავი პასუხი მივიღე ყველა კითხვაზე. ამ ტრენინგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი.
მეგი კაციაშვილი
Thursday, March 27, 2014
Wednesday, March 26, 2014
პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: მტკნარი წყლის დეფიციტი და ალტერნატიული გზები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: წყლის რაციონალური გამოყენება
3. პროექტის აქტუალობა: დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მტკნარი წყლის დეფიციტს განიცდის.რამდენად არის შესაძლებელი ოკეანის წყლის გამტკნარება, ან აისბერგების ამ მიზნით გამოყენება საკმაოდ აქტუალური თემაა დღეისათვის.
4. პროექტის მიზნები: გააცნობიერონ ბავშვებმა თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ თვითონ წყლის რაციონალური მოხმარებით. ჩამოუყალიბდეთ საკუთარი აზრი, შეეძლოთ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 გაკვეთილი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები სრულად ფლობენ ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ, გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები, იდეები.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცდის ჩასატარებლად საჭიროა: ლიბიხის მაცივარი, სპირტქურა, კოლბა, სინჯარა. ( წყლის გამტკნარება) კალამი, რუკა,სლაიდები, სახელმძღვანელო.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, ბავშვების ჯგუფებად დაყოფა, საკითხების დანაწილება ჯგუფებს შორის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოძიებული ინფორმაციი მომზადება პრეზენტაციისთვის და ჩვენება. შემდეგ ცდის ჩატარება და ბოლოს პრეზენტაციის შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: არ არის ინტეგრირებული.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მეგი კაციაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: megikatsiashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: megikatsiashvili.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)



