Wednesday, March 26, 2014

პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: მტკნარი წყლის დეფიციტი და ალტერნატიული გზები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: წყლის რაციონალური გამოყენება
3. პროექტის აქტუალობა: დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მტკნარი წყლის დეფიციტს განიცდის.რამდენად არის შესაძლებელი ოკეანის წყლის გამტკნარება, ან აისბერგების ამ მიზნით გამოყენება საკმაოდ აქტუალური თემაა დღეისათვის.
4. პროექტის მიზნები: გააცნობიერონ ბავშვებმა თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ თვითონ წყლის რაციონალური მოხმარებით. ჩამოუყალიბდეთ საკუთარი აზრი, შეეძლოთ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 გაკვეთილი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები სრულად ფლობენ ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ, გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები, იდეები.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცდის ჩასატარებლად საჭიროა: ლიბიხის მაცივარი, სპირტქურა, კოლბა, სინჯარა. ( წყლის გამტკნარება) კალამი, რუკა,სლაიდები, სახელმძღვანელო.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  თემის შერჩევა, ბავშვების ჯგუფებად დაყოფა, საკითხების დანაწილება ჯგუფებს შორის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოძიებული ინფორმაციი მომზადება პრეზენტაციისთვის და ჩვენება. შემდეგ ცდის ჩატარება და ბოლოს პრეზენტაციის შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: არ არის ინტეგრირებული.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მეგი კაციაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: megikatsiashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: megikatsiashvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment